ეროუსმიტის ტესტი

ეროუსმიტის ტესტი
ქმედების ,,აუცილებლობის’’ ტესტი, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იყენებს იმის განსასაზღვრად, ექცევა თუ არა ადამიანის ქმედება ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათთა დაცვის ევროპის კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დაცვის ფარგლებში. ეს ტესტი პირველად ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ გამოიყენა საქმეში ეროუსმიტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. ტესტის მიხედვით ადამიანის ქმედება მხოლოდ მაშინ ექცევა კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული რელიგიისა და რწმენის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმის, წეს-ჩვეულების დაცვის, ფარგლებში, თუ იგი სავალდებულოა შესაბამისი რელიგიით ან რწმენით.
Source: ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»